Soon-To-Be Innocent | Nikita Antelava
ნიკიტა ანთელავა
25.10 - 01.11.2023
Starts At
19:00
Ends At
21:00
Fest I Nova 2023 და ფაბრიკას საგამოფენო სივრცე – Fabrika Project Space წარმოგიდგენთ ნიკიტა ანთელავას პერსონალურ გამოფენას ‘Soon-To-Be Innocent‘.
ნიკიტა ანთელავა (დაბ. 1996) საქართველოში დაფუძნებული ახალგაზრდა ხელოვანია. მისი შემოქმედება მოიცავს მედიუმების ფართო სპექტრს და ძირითადად მუშაობს სკულპტურაში, ფერწერასა და ობიექტებზე. მისი შემოქმებითი კვლევა აერთიანებს მითოსს, რელიგიურ ნარატივებსა და თანამედროვე ციფრულ კულტურას. ხელოვანი ცდილობს წარსულსა და აწმყოს შორის ურთიერთმიმართების დადგენას, რის საფუძველზეც კოლექტიური მეხსიერება ახალი მოდელებითა და პატერნებით იწარმოება.
გამოფენის გახსნა: 25 ოქტომბერი, 19:00-21:00
სამუშაო საათები: 26 ოქტომბერი – 1 ნოემბერი, 15:00-20:00